”მაკლარენი” რეგულირებად საკიდარს ამზადებს
McLaren boss points finger at low-riding Red Bulls
27 მარტი
რედ ბულის საკიდარის რეგალურობამ ”მაკლარენის” შეფს ეჭვი აღუძრა”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში დარწმუნებულია, რომ ”რედ ბულის” სარბოლი მანქანის საკიდარი, გზის საფართან დაშორების სარეგულირებელი სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც არალეგალურად მიიჩნევს, თუმცა ამის მიუხედავად, მსგავსი სისტემის შექმნაზე მისი გუნდიც მუშაობს.
”ჩემი აზრით, ზოგიერთი გუნდი, გზის საფარიდან დაშორების სარეგულირებელ სისტემებს იყენებს. ეს რეგლამენტის დარღვევაა, თუმცა ფაქტია, რომ მას იყენებენ და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მსგავსი სისტემა შევიმუშაოთ. ვიმედოვნებ, ჩინეთის დიდი პრიზისთვის, ის მზად გვექნება”, - ამბობს უიტმარში.
მისგან ინტერვიუ ”მაკლარენის” და ”რედ ბულის” ყოფილმა პილოტმა, ამჟამად კი კომენტატორმა დევიდ კულტჰარდმა აიღო, ვინც იმავდროულად, ავსტრიული გუნდის კონსულტანტადაც მუშაობს. საუბრისას უიტმარშმა განაცხადა, რომ ”რედ ბულის” და ზოგიერთი სხვა გუნდის მანქანები კვალიფიკაციაზე ისევე დაწეულებია, როგორც რბოლის წინ, როდესაც მათი საწვავის ავზები სავსეა.
საკვალიფიკაციო რბოლების დროს, ბევრი კომენტატორი აღნიშნავს, რომ ”რედ ბულის” მანქანის ძირი ხშირად ეხება გზის საფარს. ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ მანქანა მეტისმეტად დაბლაა დაწეული, რაც მის აეროდინამიკასაც ამცირებს და სიმძიმის ცენტრსაც დაბლა სწევს. ყოველივე კი მის კონკურენტუნარიანობას აუმჯობესებს.
უიტმარშის აზრით, ”რედ ბულის” მანქანის საკიდარს აქვს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც, გზის საფართან დაშორების სწრაფად რეგულირებაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით, კვალიფიკაციის წინ, მანქანას დაბლა სწევენ. ავზების ავსებამდე კი - მაღლა სწევენ. ამასთან, რბოლის მსვლელობისას, როდესაც მანქანა მსუბუქდება, პიტ სტოპის დროს, მას კვლავ დაბლა სწევენ.
ავტომატურად მოქმედი მსგავსი სისტემა, 1993 წელს პირველმა ”ლოტუსმა” შეიმუშავა, შემდეგ კი ”უილიამსმაც” დანერგა. მაგრამ მალე ის აიკრძალა. თუმცა, როგორც ჩანს, ”რედ ბული” საქმეს სხვაგვარად მიუდგა და მის მიერ შემუშავებული სისტემა რბოლის დროს გზასთან დაშორებას არ ცვლის. ეს კი რეგლამენტით აკრძალული არაა.
არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მანქანის სიმაღლის დაწევა ამორტიზატორებიდან აირის გარკვეული ნაწილის გამოშვებით ხდება. და პირიქით, როდესაც მანქანის აწევაა საჭირო, ამორტიზატორებს ჭარბი აირით ავსებენ.
No comments:
Post a Comment