ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, March 10, 2010

”ზაუბერის” შასი ყველაზე თანაბრად ცვეთს საბურავებს

Tyre advantage boosts Sauber's hopes

10 მარტი

”BMW ზაუბერს” დიდი შანსი აქვს იმისა, რომ ცალკეულ რბოლებში, ტოპ გუნდებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. ამის იმედს კი შვეიცარიულ გუნდს ის გარემოება აძლევს, რომ მისი შასი სხვებთან შედარებით, ნაკლებად ცვეთს საბურავებს. ასეთ დასკვნას აკეთებენ ფორმულა 1-ის გუნდებისთვის საბურავების ერთადერთი მიმწოდებლის, იაპონურ კომპანია ”ბრიჯსტოუნის” სპევიალისტები.

შვეიცარული გუნდის მანქანა C29 სეზონის წინა ტესტებზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რამაც ”ზაუბერის” ხელმძღვანელობას ოპტიმიზმი ჩაუსახა. ტესტებზე გამოვლინდა, რომ ხანგრძლივი რბოლის დროს, მანქანა უფრო ნაკლებად აზიანებს საბურავებს, ვიდრე ”მაკლარენის”, ”ფერარის”, ”რედ ბულის” და ”მერსედესის” ბოლიდები.

ამ გარემოების წყალობით, ”ზაუბერი” ორ ნიუანსში მიიღებს უპირატესობას: ჯერ ერთი, მისი პილოტები კვალიფიკაციის მესამე ნაწილში უფრო რბილ საბურავებს გამოიყენებენ, ვიდრე მათი მეტოქეები. მეორეც, შვეიცარული გუნდის მანქანებზე რბოლის დროსაც, საბურავები უფრო თანაბრად გაცვდება და დიდხანს შეინარჩუნებს საღი რეზინის თვისებებს. იმ დროს, როდესაც რბოლის დროს საწვავის შევსება აიკრძალა, ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

”ბრიჯსტოუნის” მოტორ სპორტის საბურავების განვითარების ფანყოფილების შეფი ჰიროჰიდე ჰამაშიმა ამბობს, რომ ტოპ გუნდებს ამ საბურავების ცხეთის მხრივ, თითქმის თანაბარი მონაცემები აქვთ. ”ზაუბერის” ბოლიდი კი განსაკუთრებული შემთხვევაა.

”ჩვენ ყველა გუნდის მონაცემები შევადარეთ. ყველაზე სწრაფებს შორის განსცვავება პრაქტიკულად არ არსებობს. როდესაც მათს ავზებში 150 კილოგრამი (ფ1-ში საწვავის რაოდენობას წონით საზღვრავენ) საწვავი ასხია, საშუალო და რბილი საბურავებით ასპარეზობისას, მათ შორის განსხვავება მინიმალურია. ამიტო, მათ შორის დაძაბულ ბრძოლებს ველით. ”ზაუბერი” კი განსაკუთრებული შემთხვევაა. მათი მანქანა საბურავებს ყველაზე მეტად უფრთხილდება”, - ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას ამბობს ჰამაშიმა.

სეზონის პირველ რბოლაზე, რომელსაც ბაჰრეინის სახირის ტრასა უმასპინძლებს, საბურავების ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ ტრასის გზის საფარი რეზინისადმი ნაკლებად მომთხოვნია. მაგრამ ჰამაშიმა თვლის, რომ ”ზაუბერსა” და ტოპ გუნდებს შორის განსხვავება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ კარგად გათვლილი სტრატეგიით, შვეიცარულმა გუნდმა მოწინავეებს კონკურენცია გაუწიოს.

ჟურნალის კითხვაზე, აქვს თუ არა ”ზაუბერს” იმის შანსი, რომ უფრო რბილი საბურავების წყალობით, კვალიფიკაციაზე წარმატებისთვის იბრძოლოს, ჰამაშიმა პასუხობს:

”დიახ, ეს შესაძლებელია. ასეთი მანქანით, ამის გაკეთება შეიძლება. განსაკუთრებით კი, ეს ფაქტორი ისეთ ტრასებზე იქნება თვალში საცემი, როგორიც ბარსელონაშია. იქაური გზის საფარი ძალიან სწრაფად ცვეთს რბილ საბურავებს. ფაქტობრივად, რბილი რეზინი მხოლოდ ერთ წრეზე ინარჩუნებს თავის საუკეთესო თვისებებს, მერე კი სწრაფად დეგრადირდება. თუმცა, საბურავებისადმი ისეთ ნაკლებად მომთხოვნ ტრასებზეც კი, როგორებიც მონაკოში და ბაჰრეინშია, სადაც რბილი საბურავი უფრო დიდხანს ძლებს, საბურავების ფაქტორი მაინც მეტად საინტერესო სიტუაციებს გვპირდება”.

”BMW ზაუბერს” ტექნიკური დირექტორი ვილი რამპფი ასევე აღიარებს, რომ მისი გუნდის მანქანის გამორჩეული დადებითი თვისება საბურავების თანაბარი ცვეთის უნარია.

”სტაბილურობასთან დაკავშირებით, ჩვენს მანქანას არანაირი არანაირი პრობლემა არ აქვს. სავსე ავზებით რბოლისას კარგი ბალანსი მისი საუკეთესო თვისებაა. ეს ძალიან მომგებიანი ფაქტორია, რის გამოყენებასაც აუცილბლად ვეცდებით. ჩვენი მანქანა საბურავებისთვის მომთხოვნი არაა. ამიტომ, რეზინის შეცვლის შუალედების მაქსიმალურად გაზრდის საშუალება გვექნება”, - ამბობს რამპფი.

ჰამაშიმას თქმით, თუ სეზონის წინა ტესტების დასაწყისში, ყველაზე უკეთ ”ფერარის” მანქანები გამოიყურებოდა, ბარსელონას ტესტებზე ”მაკლარენმა” და ”რედ ბულმა” გაუმჯობესებული მანქანებით იასპარეზეს და ეს მათ შედეგებზეც უმალ აისახა. ამიტო, იაპონელი სპეციალისტი თვლის, რომ ბაჰრეინამდე რაიმეს პროგნოზირება უაზრობაა.

No comments:

Post a Comment