კუბიცა მეშვიდე ადგილს მისტირის
Kubica says seventh was possible
13 მარტი
ბაჰრეინის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის დასრულების შემდეგ, ”რენოს” პოლონელმა მრბოლმა რობერტ კუბიცამ განაცხადა, რომ თავისი შედეგით (მე-9 ადგილი) უკმაყოფილოა, რადგან თავისუფლად შეეძლო მე-7 ადგილზე გასვლა. და მაინც, ის თვლის, რომ ფრანგული გუნდისთვის ახალი სეზონი არცთუ ურიგოდ დაიწყო.
”დღეს მთავარი მიზანი მესამე სესიაზე მონაწილეობა იყო და მას მივაღწიე. თუმცა მე-9 ადგილით მაინც გაწბილებული ვარ. პირველ და მეორე სესიებზე თითო კარგი შედეგი მქონდა. მესამეს ბოლო ცდაზე კარგად მივდიოდი, მაგრამ მე-16 მოსახვევში ოდნავ ზედმეტად მოვუხვიე და ამ შეცდომამ დაახლოებით 0.4 წამი დამაკარგვინა. საერთო სურათს თუ გადავხედავთ, კარგად ჩანს, თუ რა დონეზე ვართ მომზადებულნი. შემიძლია ვთქვა, რომ R30-ს კარგი პოტენციალი აქვს. ხვალ ძნელი რბოლა გველის და იმედი მაქვს, რომ წინ წაწევას შევძლებ”, - განცხადა კუბიცამ.
მისმა რუსმა თანაგუნდელმა ვიტალი პეტროვმა მხოლოდ პირველი სესიის გავლა შეძლო და საბოლოოდ, მე-17 შედეგს დასჯერდა, თუმცა ამით დიდად არ დაღონებულა. ეს ჩემი პირველი რბოლის პირველი კვალიფიკაციაა და ამაზე მეტს არც ველოდიო.
”ჩემს კარიერაში ეს პირველი კვალიფიკაცია იყო და ეს შედეგიც ნორმალურად მიმაჩნია. ჩემი მიზანი მეორე სესიაზე გამოსვლა იყო და ამას მივაღწიე. თუმცა, მეორე სესიაზე არ გამიმართლა და რბოლის გაგრძელება ვერ შევძელი”, - ამბობს პეტროვი, ვინც იმედოვნებს, რომ რბოლაში უკეთესი შედეგი ექნება.
No comments:
Post a Comment