ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, March 8, 2010

რაიკონენი: ავარიები სწავლის ნაწილია

Raikkonen: Crash part of learning

8 მარტი

ისევე როგორც მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც შვედეთში ჩატარდა, კიმი რაიკონენს მექსიკის რალიზეც ინციდენტები შეემთხვა და თუ სკანდინავიის თოვლიან გზებზე, ფინიშს მაინც მიაღწია, მექსიკაში რბოლას პირველივე დღეს გამოეთიშა. ნარბოლევს კი განაცხადა, რომ ეს ინსიდენტები რალისთან შეგუების და რალის სტილის სწავლის ნაწილია.

მექსიკის რალის მეორე სპეცმონაკვეთზევე მას ავარია მოუვიდა და მართალია, გზის გაგრძელება შეძლო, მაგრამ ჯერ მისი ”სიტროენის” საწვავის ტუმბოს მილი დაზიანდა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა, მე-7 სპეცზე კი მანქანა ისევ დაამტვრია და რბოლასაც მაშინ გამოეთიშა.

”არ გამიმართლა. დამუხრუჭების არეში, გზა მეტისმეტად მტვრიანი იყო და მოვცურდი. მანქანა კონტროლიდან გამოვიდა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა. არადა, მექსიკაში კარგად გამოსვლის იმედი მქონდა. რაც უნდა იყოს, ეს რალის რბოლაში ჩემი მხოლოდ მეშვიდე გამოსვლაა. აქაურ სპეციფიკასთან შეგუება ჯერ არ დამისრულებია. სწავლის დროს ხშირად ცდები და შენთვის მოულოდნელ წინააღმდეგობას აწყდები. ეს შეცდომა სწორედ სწავლის ნაწილია”, - განაცხადა რაიკონენმა.

აღსანიშნავია, რომ ფინელ პილოტს მე-4 სპეცმონაკვეთზე მეშვიდე საუკეთესო დრო ჰქონდა, სპეც ”კოკა კოლაზე” კი, რომელიც ქუჩის ასფალტიან გზაზე ჩატარდა, მეხუთე იყო.

”ყველაზე ძალიან გული იმის გამო დამწყდა, რომ რბოლის გაგრძელება ვერ შევძელი. ჩემთვის ახლა რბოლაში გატარებულ ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მაინტერესებდა, რისკის ზღვარზე რბოლა როგორ გამომივიდოდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ, ეს ინციდენტი შემემთხვა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე გაცილებით უკეთ გამოვალ”, - დასძენს რაიკონენი.

ფინელის ნავიგატორი კაი ლინდსტრიომი აღიარებს, რომ კიმი სწრაფად პროგრესირებს და ინციდენტს დიდ ყურადღებას არ აქცევს: ”კიმის აშკარა პროგრესი ეტყობოდა და სამწუხაროა, რომ რბოლა ასე ადრე დავასრულეთ. ინციდენტი მაშინ შეგვემთხვა, როდესაც მარცხენა მოსახვევი გავიარეთ მარჯვენაში შესვლის წინ, სადაც უნდა დაგვემუხრუებინა, გზა ძალიან მტვრიანი იყო. ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლებოდა შემთხვეოდა. მოულოდნელობისგან დაზღვეული არავინაა. ეს ჩვენი საქმის ნაწილია”.

No comments:

Post a Comment