დიფუზორების ზომები შეიზღუდება
FIA closes rear diffuser loophole
20 მარტი
მაკლარენის უკანა დიფუზორიბაჰრეინის დიდი პრიზის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ტექნიკური (FIA) კომისიის ექსპერტები ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათთან ერთად, სარბოლი მანქანების უკანა ნაწილების აეროდინამიკის კონსტრუქციის თავისებურებანი განიხილეს. თათბირზე დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებული გარე სტარტერისთვის (ადგილი, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, ძრავის გარედან, სპეციალური მოწყობილობით ამუშავება ხდება), ზოგიერთი მანქანის დიფუზორში საჭიროზე დიდი ზომის ხვრელია დატოვებული, რაც შესაძლოა, დიფუზორის ეფექტურობას აუმჯობესებს.
ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოსპორტის” ცნობით, გუნდებს დაევალათ, რომ მათ გადახედონ აღნიშნული კვანძის კონსტრუქციას. მართალია, სეზონის პირველი ეტაპის შედეგების გადახედვა აღარ მოხდება, მაგრამ რამდენიმე გუნდს (მაკლარენს, მერსედესს, რენოს და ფორს ინდიას) ავსტრალიის დიდ პრიზზე შეცვლილი დიფუზორების გამოყენება მოუწევთ.
ტექნიკურ რეგლამენტში გარე სტარტერთან დაკავშირებული ერთადერთი შეზღუდვაა, რომელშიც მითითებულია, რომ შესაძლებელია სტარტერთან ”მინიმალური საშუალებით” დაკავშირება. ეს მინიმალური საშუალება კი ლილვია, რომელიც გარე სტარტერს უკავშირდება. დროთა განმავლობაში, ღრიჭო, რომლითაც გარე ლილვით სტარტერს უკავშირდებიან, გაიზარდა. ასევე გაიზარდა იმ სეგმენტის ფართობი, რომელშიც ეს ღრიჭო მდებარეობს. შესაბამისად, ეს სეგმენტი დიფუზორის ნაწილი გახდა. პირველმა ეს სეგმენტი დიფუზორის ნაწილად შარშან ”ბრაუნმა” აქცია, რომელმაც ამით სოლიდური ხეირი მიიღო.
ამჟამად ზოგიერთი გუნდის მანქანაზე აღნიშნული სეგმენტი იმდენად დიდია, რომ ის სრულფასოვანი აეროდინამიკური ელემენტის როლს ასრულებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უკანა ბორბლების გზის საფართან ჩაჭიდებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ინტენსიური დამუხრუჭების დროსაა, როდესაც, მანქანის უკანა ნაწილი მსუბუქდება აეროდინამიკაც არც ისე ეფექტური ხდება.
ბაჰრეინული რბოლის შემდეგ, FIA-მ რეგლამენტის დაზუსტებული ვარიანტი გამოაქვეყნა, რომლითაც, გარე სტარტერისთვის გამოყოფილი ღრიჭოს ზომები მკაცრადაა შეზღუდული. ასევე განსაზღვრულია მისი ზუსტი მდებარეობის ადგილიც.
ამგვარად, ავსტრალიური ეტაპის წინ, მანქანის კონსტრუქციის შეცვლა ოთხ გუნდს - ”მაკლარენს”, ”მერსედესს”, ”რენოს” და ”ფორს ინდიას” მოუწევს.
No comments:
Post a Comment