ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, March 12, 2010

მეორე პრაქტიკაზე უსწრაფესი როსბერგია

Rosberg quickest in second practice

12 მარტი

ნიკო როსბერგი რბოლისას

.......................................................

თუ პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო ”ფორს ინდიას” გერმანელი ადრიან სუტილი იყო, მეორეზე ის პელოტონის სიღრმეში ჩაიკარგა, სიას კი სათავეში მისი თანამემამული, ”მერსედესის” ნიკო როსბერგი მოექცა, რომელმაც თითქმის ნახევარი წამით აჯობა თავის ტიტულოვან თანამემამულე მიხაელ შუმახერს. ამან მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირედით ჩამორჩა მასზე სწრაფ კიდევ ერთ პილოტს, ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონს.

რა თქმა უნდა, პრაქტიკაზე ნაჩვენებ შედეგებს არანაირი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს და არც იმაზე გვიქმნის თუნდაც ზერელე წარმოდგენას, თუ რა მოხდება კვალიფიკაციასა და რბოლაზე, თუმცა როცა საუკეთესო შედეგი გაქვს, მაინც ყურაღების ცენტრში ექცევი. სამაგიეროდ, მეორე პრაქტიკაზე ნაჩვენები მესამე შედეგი მაინც იმის მანიშნებელია, რომ შუმახერი სამწლიანი უქმეობის შემდეგაც კარგ ფორმაშია და ბაჰრეინში მისი მიზანი ისევ გამარჯვება იქნება.

”პირველი პრაქტიკისგან განსხვავებით, ამჯერად მანქანა უკეთ მემორჩილებოდა. თუმცა, ერთწრიანი გამოსვლების დროს მაინც საკმაოდ მაწვალებდა. სამაგიეროდ, ხანგრძლივი გარბენებისას შესანიშნავად მუშაობდა, რაც ნიშნავს, რომ რბოლისთვის სასურველ ფორმაში იქნება”, - განაცხადა შუმახერმა.

სხვათა შორის, მეორე პრაქტიკის ბოლოს, სიის მოწინავე ოთხი პოზიცია მერსედესის” ძრავებით მოასპარეზე პილოტებმა დაიკავეს. ამ ოთხეულის ბოლოში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ჰამილტონის თანაგუნდელი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი აღმოჩნდა.

”ძალიან ცხელოდა, რის გამოც, ორივე ტიპის საბურავები ძალიან მალე ზიანდებოდა. თუმცა, ეს ის პრობლემაა, რომლის გამკლავებასაც ალბათ შევძლებთ. საერთო ჯამში, დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ჯერაც ძნელია იმის თქმა, თუ რომელი გუნდი რა დონეზეა მომზადებული, რადგან არავინ იცის, ავზებში ვის რამდენი საწვავი ესხა”, - ამბობს ჰამილტონი.

მართალია, მეორე პრაქტიკაზე მხოლოდ მეცხრე დრო აჩვენა, მაგრამ საერთო ჯამში, თავისი ”ფერარის” მოზადების დონით მაინც კმაყოფილი დარჩა ესპანელი ფერნანდო ალონსო.

ახალ გუნდებს შორის, საუკეთესო შედეგები ”ლოტუსის” პილოტებს ჰქონდათ, თუმცა, მათი შედეგები ლიდერისაზე დაახლოებით 5 წამით უარესი იყო. კვლავ ვერ შეძლო დროის დაფიქსირება ინდოელმა კარუნ ჩანდჰოკმა, რადგან გუნდმა მისი მანქანის მომზადება ვერ შეძლო. შეგახსენებთ, რომ ”ისპანია რეისინგი” ჩემპიონატში სეზონის წინა ტესტების გარეშე ჩაერთო. ინდოელმა პილოტმა განაცხადა, რომ მის მანქანაზე გადაბმულობის ქურო და გადაცემათა კოლოფი არ მუშაობდა.

მექანიკოსებმა ვერც ბრაზილიელი ბრუნო სენას მანქანის ჭკუაზე მოყვანა მოახერხეს. მართალია, სენამ ტრასაზე გასვლა და დროის დაფიქსირება შეძლო, მაგრამ როსბერგს 11 წამზე მეტით ჩამორჩა.

მეორე პრაქტიკის შედეგები

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:55.409

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:55.854

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:55.903

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:56.076

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:56.459

6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:56.501

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:56.555

8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:56.750

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:57.140

10. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:57.255

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:57.352

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:57.361

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:57.452

14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:57.833

15. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:58.155

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:59.799

17. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 2:00.444

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2:00.873

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2:00.990

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2:02.037

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2:02.188

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2:06.968

23. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) დროის გარეშე

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) დროის გარეშე

No comments:

Post a Comment