ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, March 12, 2010

ჰულკენბერგი: ”უილიამსს” სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია

Hulkenberg: Williams could surprise

12 მარტი

ნიკო ჰულკენბერგი ვარაუდობს, რომ სეზონის მსვლელობისას, მისი გუნდი შეძლებს ტოპ გუნდების დაწევას და მათთვის კონკურენციის გაწევას. ამის საფუძველს კი მას სეზონის წინა ტესტების შედეგები აძლევს, სადაც ”უილიამს FW32” კარგი შედეგებით გამოირჩეოდა.

”ბარსელონაში ჩვენ ”მერსედესს” ან არ ჩამოვრჩებოდით, ან ცოტათი უფრო სწრაფებიც ვიყავით. მაგრამ რა თქმა უნდა, ბაჰრეინისთვის ისინი თავიანთი მანქანის მოდერნიზებას მოასწრებდნენ. მაგრამ ერთი ადგილის ტკეპნას არც ჩვენ ვაპირებთ. თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, მაშინ შეიძლება, ტოპ გუნდებთან პაექრობის საშუალებაც მოგვეცეს”, - ამბობს ჰულკენბერგი.

გერმანელი პილოტი აცხადებს, რომ ბაჰრეინში მისი მიზანი კვალიფიკაციაზე მოწინავე ათეულში გასვლაა, რბოლაში კი - ქულების აღება. მას წინასწარ სეზონის საუკეთესო ახალბედად მოიხსენიებენ, თუმცა ის ამ გარემოებას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს:

”რას მიწოდებენ სეზონის დასაწყისში, ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ფორმულა 3-სა და ფორმულა ”ბეემვეში” ჩემპიონატები კი მოვიგე, მაგრამ აქ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება მართლა მაღიარონ, როგორც საუკეთესო ახალბედა, მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ეს სულაც არ მჭირდება. მე მინდა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო გავხდე”!

”როგორც იქნა, რბოლაში მონაწილეობის საშუალება მომეცა. ნამდვილი სამუშაო ახლა მეწყება. ამას მოუთმენლად ველი. ყველაზე საინტერესო კი რბოლა იქნება. ეს ფორმულა 1-ში ჩემი პირველი რბოლაა, რაც ჩემი გულის პულსს ჩვეულებრივზე მეტად ააჩქარებს”.

ახალგაზრდა გერმანელი პილოტი ამბობს, რომ ბევრ რამეს თავისი თანაგუნდელის, რუბენს ბარიკელოსგან ისწავლის: ”ის ჩემთვის საუკეთესო ორიენტირი იქნება. ყველამ ვიცით, რისი უნარი აქვს მას - შარშანდელი სეზონის მეორე ნაწილში ხომ ის ხშირად სჯობდა ბატონს, რომელიც ჩემპიონი გახდა. როგორი მანქანაც უნდა ჰყავდეს, რუბენსი მის შესაძლებლობებს ყოველთვის მაქსიმალურად იყენებს”.

No comments:

Post a Comment