ჰამილტონი თავისი შედეგით გაოცებულია
Hamilton 'overwhelmed' with fourth
13 მარტი
ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მეოთხე ადგილზე გასული ლუის ჰამილტონი თავისი შედეგით გაოცებული და იმავდროულად, კმაყოფილიცაა. მან განაცხადა, რომ მეტოქე გუნდების მანქანებთან შედარებით, ”მაკლარენისას” გზასთან ჩაჭიდება აკლია და ამიტომ, თავის შედეგს წარმატებულად მიიჩნევს. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი, პოულზე გასულ სებასტიან ფეტელს 1.1 წამზე მეტით ჩამორჩა, რამაც ის ძალიან გააკვირვა.
”ჩემმა შედეგმა ძალიან გამაკვირვა. ჩვენი მანქანა ისე ვერ მჲშაობს, როგოც ”ფერარის” და ”რედ ბულის” მანქანები, მაგრამ მე მაინც მეოთხეზე გავედი და სწორედ ამან გამაოცა. რბოლა რომ დასრულდა, ვიცოდი, რომ მეოთხე შედეგი ვაჩვენე, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა, რამდენით ჩამომრჩნენ დანარჩენები. ყველაფრის მიუხედავად, სტარტზე კარგი ადგილის დაკავება შევძელი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. დარწმუნებული ვარ, რბოლაში ან შევინარჩუნებ ამ პოზიციას, ან წინ წაწევას შევძლებ”, - განაცხადა ჰამილტონმა.
რაც მთავარია, ბრიტანელი პილოტი კმაყოფილია იმით, რომ შარშანდელ სეზონთან შედარებით, ახალს გაცილებით უკეთესი მანქანით იწყებს. თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ ევროპული ეტაპების დაწყებამდე, მის გუნდს მანქანის დასახვეწად დიდი გარჯა დასჭირდება.
”მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენს მანქანას გზასთან ჩაჭიდულობა აკლია. ეს განსაკუთრებით ტრასის შუა სექტორში იგრძნობოდა, სადაც დაახლოებით, წამი წავაგე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ფაბრიკაში ახლა სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ”, - დასძენს ჰამილტონი.
No comments:
Post a Comment