ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, March 13, 2010

პირველი კვალიფიკაცია ფეტელმა მოიგო

'Baby Schumi' Vettel outguns returning ace

13 მარტი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის სეზონის პირველი ეტაპის - ბაჰრეინის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ”რედ ბულის” გერმანელი პილოტის, სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა სულ რაღაც 0.141 წამით აჯობა ”ფერარის” ბრაზილიელ ფელიპე მასას.

მესამე საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ დააფიქსირა, ვისაც ნახევარ წამზე მეტით ჩამორჩა ლუის ჰამილტონი. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი მერვე ადგილს დასჯერდა, ფ1-ში დაბრუნებული მიხაელ შუმახერი კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ფეტელი ასპარეზობისას

...................................

ტოპ გუნდების პილოტების გარდა, მოწინავე ათეულში დამკვიდრდნენ ”რენოს” პოლონელი რობერტ კუბიცა და ”ფორს ინდიას” გერმანელი ადრიან სუტილი, რომლებმაც შესაბამისად, მე-9 და მე-10 ადგილები დაიკავეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, კვალიფიკაციას პირველივე სესიის შემდეგ, ასპარეზობას ყველა ახალბედა გუნდის პილოტები გამოეთიშნენ. მათ შორის საუკეთესო კი ”ვირჯინის” გერმანელი ტიმო გლოკი იყო, რომელმაც მე-19 ადგილი დაიკავა და პოულის მფლობელს თითქმის 6 წამით ჩამორჩა.

”ეს პოული ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. სეზონის წინა ტესტების შემდეგ, ვერავინ იტყოდა, რომელი გუნდი რა დონეზე იყო მომზადებული. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ ოთხი გუნდი ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ ძალთა რეალური განაწილების შესახებ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. თუმცა, კვალიფიკაციის მოგება ბევრს არაფერს ნიშნავს. წინ ხანგრძლივი რბოლა გველის და ყველაფერი სწორედ იქ გაირკვევა”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ფ1-ში 2007 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც წინა სეზონის შემდეგ, დიდი პრიზების ცირკი მისმა ლეგენდარულმა თანამემამულემ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა შუმახერმა დატოვა. მაშინ ფეტელს ბევრი ”პატარა შუმიდაც” მოიხსენიებდა. ახლა კი ის ჩემპიონატს ვიცე ჩემპიონის სტატუსით იწყებს და ტიტულის ერთ-ერთი მთავარი მოცილეცაა.

რბოლის შემდეგ, მან მეორე ადგილის დაკავება მიულოცა მასას, რომლისთვისაც უნგრეთის შარშანდელი დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე განცდილი უმძიმესი ავარიის შემდეგ, ეს პირველი რბოლაა. შეგახსენებთ, რომ ბაჰრეინის შარშანდელი დიდი პრიზი სწორედ ბრაზილიელ პილოტს აქვს მოგებული.

”ფელიპეს შედეგი დიდ პატივისცემას იმსახურებს. დაბრუნებიდან პირველივე რბოლაში მან შესანიშნავად იასპარეზა. ძალიამ მიხარია, რომ მას კვლავაც ჩვეულ ფორმაში ვხედავ”, - განაცხადა ფეტელმა.

მასამ თავის ნეტოქეს კომპლიმენტითვე უპასუხა: ”ძალიან მესიამოვნა შენგან ეს სიტყვები. ძალიან მინდოდა, ახლა შენს ადგილზე ვყოფილიყავი, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ რბოლას პირველი რიგიდან დავიწყებ. შენ კი გამარჯვებას გილოცავ”.

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:54.101

2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:54.242

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:54.608

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:55.217

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:55.241

6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:55.284

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:55.524

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:55.672

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:55.885

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:56.309

- - - - -

11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:55.330

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:55.653

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:55.857

14. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:56.237

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:56.265

16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:56.270

17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:56.619

- - - - -

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:57.071

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:59.728

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:59.852

21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2:00.313

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2:00.587

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2:03.240

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 2:04.904

შენიშვნა

1-10: მესამე საკვალიფიკაციო სესია

11-17: მეორე საკვალიფიკაციო სესია

18-24: პირველი საკვალიფიკაციო სესია

No comments:

Post a Comment