ალონსო გამარჯვებით იწყებს
Alonso wins on Ferrari debut
14 მარტი
ალონსო გამარჯვებას ზეიმობსალონსო ფინიშის ხაზზე
..................................................
ფეტელმა სტარტი პოულიდან აიღო და თავიდანვე დაწინაურდა, ალონსომ კი მეორე მოსახვევშივე შეასწრო მასას. სტარტზე მცირე ინციდენტი მოხდა, რომლის გამოც, რობერტ კუბიცამ და ადრიან სუტილმა პოზიციები დაკარგეს. ყველაფერი კი იმას მოჰყვა, რომ მოსახვევში შესვლისას, მარკ უებერის ”რედ ბულმა” კვამლის ფარდა დატოვა. ამ ფარდიდან გამოსული კუბიცა კი სუტილის მანქანას დაეჯახა.
ფეტელის ”რედ ბულმა” სიმძლავრე შუა რბოლისას დაკარგა და მართალია, გერმანეკს სამმა პილოტმა გაასწრო, მაგრამ მან მაინც შეძლო მეოთხე პოზიციის შენარჩუნება და 12 ქულის მოპოვება, რაც სეზონის მიწურულს ძლიერ გამოადგება. ალონსომ და მასამ კი ”ფერარის” ნანატრი დუბლი მოუპოვეს.
”ამაზე უკეთეს დასაწყისს ვერც ვინატრებდით. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში გამოვდივარ და ამის დასტური დღეს იხილეთ”, - განაცხადა ალონსომ, ვინც სეზონის დაწყებამდე იძახდა, პირველ რამდენიმე რბოლაში ჩემგან გამარჯვებებს ნუ ელითო.
კარგა ხანს რბოლას ფეტელი ლიდერობდა
................................................................................
მისგან განსხვავებით, დამწუხრებული იყო ფეტელი, რომელმაც რბოლა შესანიშნავად დაიწყო და რომ არა მექანიკური პრობლემები, ალონსოს წინ გამშვები არ იყო. ”რას ვიზამ, რბოლის მოგება შემეძლო, მაგრამ მექანიკურმა პრობლემამ ამის საშუალება არ მომცა. თავს იმით ვინუგეშებ, რომ მანქანა შესანიშნავადაა მომზადებული და მისი საშუალებით, შემდეგ რბოლებში გამარჯვებებისთვის ბრძოლას შევძლებ. არ ვიცი, პრობლემა რამ გამოიწვია. მოგება შემეძლო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შეფეგი უარესიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. კიდევ კარგი, რბოლის გაგრძელება შევძელი და მეოთხე ადგილი მაინც დავიკავე”, - განაცხადა ფეტელმა.
მეექვსე ადგილი დაიკავა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა, თუმცა ნარბოლევს განაცხადა, ჩემთვის რბოლა იმდენად კარგად წარიმართა, რამდენადაც შესაძლებელი იყოო.
ფინიშის ხაზს რომ უახლოვდებოდა, ალონსომ თავისი მანქანა ”ააცეკვა” და თავის მექანიკოსებს კედლის სიახლოვეს ჩაუქროლა. შემდეგ კი განაცხადა, ამ გამარჯვებამ ოპტიმიზმით აღმავსო და ტიტულისთვის საბრძოლველად განმაწყოო.
ბაჰრეინის დიდი პრიზი
რბოლის შედეგები
ტრასის სიგრძე 6.299 კმ, 49 წრე. რბოლის დისტანცია 308.405 კმ
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:39:20.396
2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) +00:16.099
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:23.182
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:38.799
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:40.213
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:44.163
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:45.280
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:46.360
9. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:53.008
10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:02.489
11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 01:09.093
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 01:22.958
13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:32.656
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე
15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე
16. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 3 წრე
17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 3 წრე
r. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 21 წრე
r. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 32 წრე
r. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 33 წრე
r. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 38 წრე
r. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 36 წრე
r. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 47 წრე
r. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 48 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:58.287, 45-ე წრე
პირადი კლასიფიკაცია
1. ფერნანდო ალონსო - 25; 2. ფელიპე მასა - 18; 3. ლუის ჰამილტონი - 15; 4. სებასტიან ფეტელი - 12; 5. ნიკო როსბერგი - 10; 6. მიხაელ შუმახერი - 8; 7. ჯენსონ ბატონი - 6; 8. მარკ უებერი - 4; 9. ვიტანტონიო ლიუცი - 2; 10. რუბენს ბარიკელო - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
1. ფეფარი - 43 ქულა; 2. მაკლარენი-მერსედესი - 21; 3. მერსედესი - 18; 4. რედ ბულ-რენო - 16; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 2; 6. უილიამს-კოსუორტი - 1
No comments:
Post a Comment