ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, March 12, 2010

სეზონის პირველი პრაქტიკა სუტილმა მოიგო

Force India set pace, Schumacher lags in Bahrain (Reuters)

12 მარტი

ადრიან სუტილი რბოლისას

..................................................

ბაჰრეინში სტარტი აიღო ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატმა. გაიმართა პირველი თავისუფალი პრაქტიკა, რომელზეც საუკეთესო შედეგი ”ფორს ინდიას” გერმანელ ადრიან სუტილს ჰქონდა, რომელმაც ეს შედეგი პრაქტიკის დასრულებამდ ნახევარი საათით ადრე დააფიქსირა და სიის სათავიდან ფერნანდო ალონსო ჩამოაქვეითა.

ოფიციალური დროის დაფიქსირება სამმა პილოტმა ვერ შეძლო. ”ისპანიას” ბრუნო სენამ და ”ვირჯინის” ლუკას დი გრასიმ შესაბამისად, 3 და 2 წრის გავლა კი მოასწრეს, მაგრამ სწრაფ წრეზე ვერ გავიდნენ. ტრასაზე გამოვიდა ”ისპანიას” ინდოელი დებიუტანტი კარუნ ჩანდჰოკიც, მაგრამ მან ერთი მოსათელი წრის დასრულებაც კი ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ სენა ტრასაზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც სესიის დასრულებას 21 წუთი აკლდა.

ჯერჯერობით, შუმახერი მხოლოდ მეათეა
.................................................................................

ალონსო საბოლოოდ მეორე შედეგს დასჯერდა, მესამე იყო რობერტ კუბიცა. მიხაელ შუმახერმა კი მხოლოდ მეათე შედეგი აჩვენა და სუტილს წამზე ოდნავ მეტით ჩამორჩა. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მასზე პილოტები ტრასის პირობებთან მანქანის მისადაგებით არიან დაკავებული და ისინი დროს ყურადღებას პრაქტიკულად არ აქცევენ. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონზე თითქმის 0.4 წამით სწრაფი იყო მისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი.

პირველი პრაქტიკის შედეგები

1. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:56.583

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:56.766

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:57.041

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:57.055

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:57.068

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:57.163

7. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:57.194

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:57.199

9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:57.255

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:57.662

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:57.722

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:57.894

13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:57.943

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:58.399

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:58.782

16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:58.880

17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 2:00.250

18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 2:01.388

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2:03.680

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2:03.848

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2:03.970

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) დროის გარეშე

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) დროის გარეშე

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) დროის გარეშე

No comments:

Post a Comment