როსბერგი თურმე პოულს უმიზნებდა
Rosberg disappointed to miss pole
13 მარტი
თავისუფალი პრაქტიკრბის დროს, ტრასაზე ერთ-ერთი უსწრაფესი ”მერსედესის” გერმანელი პილოტი ნიკო როსბერგი იყო, თუმცა კვალიფიკაციაზე მხოლოდ მე-5 შედეგს დასჯერდა. შემდეგ კი განაცხადა, რომ ამ შედეგით გაწბილებული დარჩა, რამეთუ პრაქტიკების დროების მიხედვით, მას პოულის მოპოვების შანსი უნდა ჰქონოდა. მანვე აღიარა, რომ კვალიფიკაციის მესამე სესიაზე, ფეტელის და ორივე ”ფერარის” დაწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
”ორი მიზეზის გამო ვარ გაწბილებული. ჯერ ერთი, პოულის მოპოგვების იმედი მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შემეძლო. მაგრამ ამისათვის, სიჩქარე მაკლდა. მეორეც, მეოთხე შედეგი მაინც უნდა მქონოდა. საქმეს საშინელი სიცხე ართულებდა, რის გამოც, საბურავები სულ გადახურებული იყო. თუ ერთხელ მოსახვევში მკვეთრად შეხვალ, საბურავები მაშინვე ხურდება და ჩათვალე, რომ ამის შემდეგ, რამდენიმე წრეს გააფუჭებ. ვფიქრობ, რბოლისას სწორედ საბურავების ფაქტორი იქნება გადამწყვეტი. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ რაღაცის იმედი შეიძლება გვქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი სამეულის დაწევა შეუძლებელი იქნება”, - ამბობს როსბერგი.
ყოველივეს მიუხედავად, მან მაინც აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელსა და თანამემამულე მიხაელ შუმახერს, რომელმაც აღიარა, რომ ცარიელი ავზებით მისი მანქანა ისეთივე კარგი არაა, როგორც შევსებულით.
No comments:
Post a Comment