ბაჰრეინი: ერთი წრე მარკ უებერთან ერთად
11 მარტი
ბაჰრეინის დიდი პრიზის წინ, ”რედ ბულ რეისინგმა” გამოაქვეყნა თავისი ავსტრალიელი პილოტის, მარკ უებერის მონაყოლი, თუ როგორ გადის ის სახირის ტრასას:
”ბაჰრეინის დიდი პრიზი. ვფიქრობ, კარგი ამინდი იქნება, რბოლის საყურებლად ალბათ ცოტა მაყურებელი მოვა. სეზონი იხსნება. ტრასის სიგრძე 6.3 კილომეტრია, სულ კი 49 წრე გვექნება გასავლელი, სულ კი - 308 კილომეტრი. ტრასას ოთხი ჩქაროსნული სწორი და ექვსი ნელი მოსახვევი აქვს. გასწრებისთვის კი სამი შესანიშნავი ადგილიამაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ს აღწევს.
”რედ ბულის” სიმულატორზე ვიწყებთ ბაჰრეინის ტრასის წრის გავლას. პირველ მოსახვევში ძალიან მკვეთრი დამუხრუჭება მიწევს, ამას ნელი მარყუჟი მოსდევს, გადავრთავ გადაცემას და სწრაფ აღმართს გავდივარ. მეოთხე მოსახვევში ტრასა ძალიან განიერია. ისევ მკვეთრად დამუხრუჭება მიწევს და ტრასა ახალ სეგმენტში გადადის, რომელიც ძალიან ნელია. ორი მარჯვენა ვირაჟიდან ერთი ძალიან ვიწროა. შემდეგ ავჩქარდები და შემდეგ ორი მოსახვევია, რომლებსაც წინა ორზე სწრაფად გავდივარ.
შემდეგ დაღმართია, რომელსაც ძალიან ვიწრო მარჯვენა მოსახვევი მოსდევს. აქედან გამოსვლისას, ძალიან ძნელია გაზის ზუსტად დოზირება. ამას მოსდევს ორი მარცხენა მოსახვევების რთული კომბინაცია. პირველში ჩქარა შევდივარ, მაგრამ აპექსს აიჩქარეს მაქსიმალურად ვაგდებ. აქედან გამოსვლისას, თავისუფლად შეიძლება საბურავები მოასრიალო. შემდეგ მოდის გრძელი სწორი და მარცხენა მოსახვევი, რომელსაც საშუალო სიჩქარით გავდივარ. ამ მოსახვევში, მესამე გადაცემას ვიყენებ. ასე უფრო მომწონს. გამოსასვლელში მოსახვევი იშლება, მას კი ჩქაროსნული სექცია მოჰყვება.
ბოლოსწინა მოსახვევის გამოსასვლელში დიდი მნიშვნელობა აქვს სიჩქარეს, რადგან მას კიდევ ერთ სწორ მონაკვეთზე გავყავარ. ბაჰრეინში ქარი დიდ როლს თამაშობს. მასზე დამოკიდებული არამხოლოდ მაქსიმალური სიჩქარე, არამედ მოსახვევებში მანქანის სტაბილურობაც. შემდეგ ბოლო მოსახვევია სადაც დამუხრუჭებისას, ვერ ხედავ, გზა საით მიდის. აქ შესვლა პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან ადვილია მანქანაზე კონტროლის დაკარგვა. სულ ეს არის - სახირის ერთი წრე დასრულებულია”.
No comments:
Post a Comment