ბატონი: მანქანას რაღაც დაემართა
Button says something wrong with car
13 მარტი
მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო რბოლაში მხოლოდ მეორე ადგილის დაკავება შესძლო, მსოფლიოს ჩემპიონი ჯენსონ ბატონი თავისი შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ მესამე სესიაზე მის მანქანას ”რაღაც დაემართა”.
ბატონი პოულის მფლობელ სებასტიან ფეტელს თითქმის 1.5 წამით ჩამორჩა და თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონთან 0.4 წამი წააგო, რაც ჩემპიონისთვის ძალიან ცუდი შედეგია. თუმცა ყველაფერი მან მანქანის გაუმართაობით ახსნა:
”თავიდან, ყოველ შემდეგ წრეზე მანქანა სულ უფრო და უფრო უკეთესად მუშაობდა. მე მასში თავს სულ უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია. ბოლო სესიაზე რაღაც სათანადოდ არ მუშაობდა. რბოლის შემდეგ ალბათ გავარკვევთ, კონკრეტულად რა მიზეზით მოხდა ყველაფერი. ამის გამო, ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ბოლო სწრაფ წრეზე მართვა ძალიან მიჭირდა”.
ჩემპიონი ასევე გაოცებული დატოვა ფეტელის და ორივე ”ფერარის” სიჩქარემ. სამივე პილოტმა ჰამილტონის წინ დაიკავა ადგილი. ”ლუისი საკმაოდ წინაა და არცთუ ურიგო პოზიცია უკავია, მაგრამ მათს დროებს შორის სხვაობა რომ ვნახე, ძალიან გაოცებული დავრჩი - ერთი წამი მეტისმეტად ბევრია. ვფიქრობ, ”რედ ბულს” ძალიან, ძალიან სწრაფი მანქანა აქვს. ”ფერარისაც” კი უჭირს მათი ტემპის აყოლა”, - დასძენს ბატონი.
No comments:
Post a Comment